გადასვლა შინაარსზე
ჯვარცმის ხატი, დიონისი, 1500: ქრისტე ჯვარზე ღვთისმშობელსა და იოანეს შორის
ჯვარცმა, დიონისი, 1500. ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. საჯარო დომენი.

იოანე 7:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იოანე 7:8

თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი.

იოანე 7:8 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 25 მაისი, 2027, აღდგომის მე-4 კვირის სამშაბათი (სახარება).

იოანე 7:8 კონტექსტში

7:6და უთხრა მათ იესომ: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის.

7:7თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი.

7:8თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი.

7:9ეს უთხრა მათ და გალილეაში დარჩა.

7:10მაგრამ, როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად.

პარალელური ადგილები: იოანე 7:8

განაგრძე კითხვა: იოანე 7

სრულად წაიკითხე: იოანე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში