გადასვლა შინაარსზე
ჯვარცმის ხატი, დიონისი, 1500: ქრისტე ჯვარზე ღვთისმშობელსა და იოანეს შორის
ჯვარცმა, დიონისი, 1500. ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. საჯარო დომენი.

იოანე 9:17, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

11 interpreters აპლიკაციაში

იოანე 9:17

კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია.

იოანე 9:17 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 6 ივნისი, 2027, აღდგომის მე-6 კვირა (სახარება).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 9:17

11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “წმინდა წერილი უბრალოდ და როგორც მოგვესურვება, ისე კი არ უნდა იკითხებოდეს, არამედ ყოველგვარი გულმოდგინებით, რათა გაუგებრობაში არ ჩავცვივდეთ. აი, ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს კითხვა: როგორ შეეძლოთ იუდეველებს, რომლებმაც თქვეს: ‘არ არის ეს კაცი ღვთისაგან, ვინაიდან არ იცავს შაბათსო’, ეთქვათ უსინათლოსთვის: ‘შენ რას იტყვი მის შესახებ. Თვალები აგიხილა?’ მათ ხომ არ უთქვამთ: ‘რას იტყვი მასზე, ვინც შაბათი დაარღვიაო’, არამედ ბრალდების ნაცვლად, ახლა იმაზე მიუთითებენ, რაც შეიძლებოდა გამართლებად ქცეულიყო.”

    მთელი განმარტება

    წმინდა წერილი უბრალოდ და როგორც მოგვესურვება, ისე კი არ უნდა იკითხებოდეს, არამედ ყოველგვარი გულმოდგინებით, რათა გაუგებრობაში არ ჩავცვივდეთ. აი, ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს კითხვა: როგორ შეეძლოთ იუდეველებს, რომლებმაც თქვეს: “არ არის ეს კაცი ღვთისაგან, ვინაიდან არ იცავს შაბათსო”, ეთქვათ უსინათლოსთვის: “შენ რას იტყვი მის შესახებ. Თვალები აგიხილა?” მათ ხომ არ უთქვამთ: “რას იტყვი მასზე, ვინც შაბათი დაარღვიაო”, არამედ ბრალდების ნაცვლად, ახლა იმაზე მიუთითებენ, რაც შეიძლებოდა გამართლებად ქცეულიყო.

    რა უნდა ითქვას ამაზე? ესენი იყვნენ არა ისინი, რომლებმაც თქვეს: “არ არის ეს კაცი ღვთისაგანო”, არამედ მათგან გამოყოფილები, რომლებიც ამბობდნენ: “ცოდვილ კაცს არ შეუძლია ასეთი სასწაულების მოხდენა”. მათ კიდევ უფრო მეტად სურდათ პირის ამოკვრა და იმის საბაბის მიცემის თავიდან აცილება, რომ ქრისტეს იცავდნენ. ამიტომაც გამოიყვანეს შუაში და ჰკითხეს მას, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა მისი ძალა.

    ყურადღება მიაქციე გლახაკის სიბრძნეს: იგი ყველაზე გონივრულად პასუხობს მათ. პირველ რიგში, ამბობს: “წინასწარმეტყველია იგი”. არ შეშინებია გარყვნილი იუდეველების სამსჯავროსი, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ და ამბობდნენ: “როგორ შეიძლება იგი ღვთისაგან იყოს, როდესაც არ იცავს შაბათსო”, არამედ თქვა, რომ ის წინასწარმეტყველია. ნუთუ ეს მცირე რამ არის?

  2. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  3. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  6. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  7. გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე
  8. ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე
  9. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  10. ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
  11. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 11

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იოანე 9:17 კონტექსტში

9:15ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.

9:16ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის.

9:17კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია.

9:18არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს

9:19და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს?

პარალელური ადგილები: იოანე 9:17

განაგრძე კითხვა: იოანე 9

სრულად წაიკითხე: იოანე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში