
იოანე 9:25, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ხოლო მან მიუგო და თქვა: ცოდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ.
იოანე 9:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 ივნისი, 2027, აღდგომის მე-6 კვირა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 9:25
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “განა შეშინდა უსინათლო? არამც და არამც!”
მთელი განმარტება
განა შეშინდა უსინათლო? არამც და არამც!
როგორ თუ, როდესაც თავიდანვე თქვა, წინასწარმეტყველიაო, ახლა ამბობს, ცოდვილია თუ არა, არ ვიციო?
შიშისგან როდი ამბობს ამას, არც იმიტომ, რომ ასე ფიქრობს, არამედ იმისთვის, რომ საქმით, და არა სიტყვებით, გაამართლოს იგი ბრალდებებისგან. და ამ გამართლებას ეჭვი არ შეეპაროს ვინმეს, ვინაიდან მის სასარგებლოდ მიცემული ჩვენება არცხვენდა მათ.
მრავალი სიტყვის შემდეგ თქვა, ეს კაცი ღვთის თაყვანისმცემელი რომ არ იყოს, ასეთ სასწაულებს ვერ მოახდენდაო. ამაზე ისე განრისხდნენ, რომ უთხრეს: “ცოდვებში ხარ მთლიანად დაბადებული და შენ გვასწავლი ჩვენ?” (იოან. 9:34).
რას იზამდნენ და რას იტყოდნენ, ეს თავიდანვე რომ ეთქვა?
“ცოდვილია თუ არა, არ ვიცი”. თითქოს ამბობს: ამაზე ახლა არაფერს ვამბობ და ჯერჯერობით ჩემს აზრს არ გამოვთქვამ, მაგრამ ის კარგად ვიცი და მზად ვარ დავიცვა, რომ ცოდვილი ვერ შეძლებდა ასეთი საქმეების კეთებას. ამით მან თავიდან აიცილა ყოველგვარი ეჭვი და თავისი ჩვენება მიუკერძოებელი გახადა, რადგან არ ლაპარაკობდა როგორც კეთილგანწყობილი ადამიანი, არამედ თავად საქმე მოწმობდა მის სიმართლეს.
ასტერიოსი ამასიელი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 9:25 კონტექსტში
9:23ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო.
9:24მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია.
9:25ხოლო მან მიუგო და თქვა: ცოდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ.
9:26კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი?
9:27მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ?
პარალელური ადგილები: იოანე 9:25
- იოანე 5:11მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი.
- იოანე 9:30მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:10ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე.
განაგრძე კითხვა: იოანე 9
სრულად წაიკითხე: იოანე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





