გადასვლა შინაარსზე
ჯვარცმის ხატი, დიონისი, 1500: ქრისტე ჯვარზე ღვთისმშობელსა და იოანეს შორის
ჯვარცმა, დიონისი, 1500. ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. საჯარო დომენი.

იოანე 9:6, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

14 interpreters აპლიკაციაში

იოანე 9:6

ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას

იოანე 9:6 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 6 ივნისი, 2027, აღდგომის მე-6 კვირა (სახარება).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 9:6

14 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. ირენე ლიონელი2 საუკუნე
  2. ამონიუსი ალექსანდრიელი3 საუკუნე
  3. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “წმინდა წერილის კითხვისას ნაყოფის მიღება მსურველებმა ყურადღება არ უნდა მოადუნონ არც ერთ სიტყვაზე. ამიტომაც გვიბრძანებს წერილი გამოვიკვლიოთ, რადგან ერთი შეხედვით მარტივი რამ, ხშირად ღრმა და ფარულ აზრს შეიცავს. აი, სწორედ ასეთია ეს ადგილიც.”

    მთელი განმარტება

    წმინდა წერილის კითხვისას ნაყოფის მიღება მსურველებმა ყურადღება არ უნდა მოადუნონ არც ერთ სიტყვაზე. ამიტომაც გვიბრძანებს წერილი გამოვიკვლიოთ, რადგან ერთი შეხედვით მარტივი რამ, ხშირად ღრმა და ფარულ აზრს შეიცავს. აი, სწორედ ასეთია ეს ადგილიც.

    “ეს თქვა და მიწაზე დანერწყვა”, ნათქვამია. რას ნიშნავს “ეს”? “რათა გამოჩნდეს ღვთის დიდება მასზე” და “მეკუთნის მოქმედებად საქმე დმბადებელისა ჩემისა” (იოან. 9:3-4). უმიზეზოდ არ შეგვახსენა მახარებელმა ეს სიტყვები და შემდეგ დაურთო: “დანერწყვა”, რათა ეჩვენებინა, რომ სიტყვები საქმით განამტკიცა.

    მაგრამ რატომ გამოიყენა ტალახისთვის არა წყალი, არამედ ნერწყვი? მას სურდა ბრმა სილოამის წყაროზე გაეგზავნა, მაგრამ იმისთვის, რომ წყაროსთვის არ მიგეწერათ რაიმე ძალა, არამედ გეცნოთ, რომ სწორედ მისი ბაგეებიდან გამოსულმა ძალამ წარმოქმნა და განახილა თვალები, ამიტომ დანერწყვა მიწაზე. ამაზე მიუთითებს მახარებელი სიტყვებით: “და შექმნა ლამი ნერწყვისაგან”.

  4. ეფრემ ასური4 საუკუნე
  5. ასტერიოსი ამასიელი4 საუკუნე
  6. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  7. კეზარი არლელი6 საუკუნე
  8. ფოტი კონსტანტინოპოლელი9 საუკუნე
  9. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  10. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  11. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  12. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  13. ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
  14. ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე

1 / 14

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 14 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იოანე 9:6 კონტექსტში

9:4ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას.

9:5სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ.

9:6ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას

9:7და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.

9:8ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა?

პარალელური ადგილები: იოანე 9:6

განაგრძე კითხვა: იოანე 9

სრულად წაიკითხე: იოანე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში