
იესო ნავეს ძე 10:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ აიღო იესომ ჰაღაი და გაანადგურა იგი, რომ ისევე მოექცა ჰაღაის და მის მეფეს, როგორც მოექცა იერიხონს და მის მეფეს, რომ დაეზავა გაბაონის მოსახლეობა ისრაელს და მათ შორის დარჩნენ ისინი,
იესო ნავეს ძე 10:1 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 10:1 კონტექსტში
10:1როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ აიღო იესომ ჰაღაი და გაანადგურა იგი, რომ ისევე მოექცა ჰაღაის და მის მეფეს, როგორც მოექცა იერიხონს და მის მეფეს, რომ დაეზავა გაბაონის მოსახლეობა ისრაელს და მათ შორის დარჩნენ ისინი,
10:2მეტისმეტად შეეშინდა, რადგან დიდი ქალაქი იყო გაბაონი სამეფო ქალაქივით, აღემატებოდა ჰაღაის და მისი მკვიდრნიც უფრო მამაცები იყვნენ.
10:3შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიაყს, ლაქიშის მეფეს, და დებირს, ყეგლონის მეფეს:
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 10:1
- შესაქმე 14:18სოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი.
- იესო ნავეს ძე 8:2ისე მოექეცი ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხონს და მის მეფეს მოექეცი. ოღონდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. ქალაქის უკან საფარი მოიწყვეთ.
- იესო ნავეს ძე 6:21გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი, რაც დასარისხებელი იყო: კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.
- იესო ნავეს ძე 11:19არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელს, ხივიელთა, გაბაონის მცხოვრებთა გარდა. ყველა ბრძოლით დაიპყრეს.
- იესო ნავეს ძე 11:20რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს ისრაელთან საბრძოლველად, რომ ამოეწყვიტათ ისრაელიანებს ისინი და არ ყოფილიყო მათთვის შეწყალება; რომ ამოეწყვიტათ, როგორც მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები უფალს.
- იესო ნავეს ძე 8:22ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად და ისრაელს შორის მოექცნენ ჰაღაელები. დასცხეს მათ და არავინ გაუშვიათ ცოცხალი.
- იესო ნავეს ძე 8:29ხოლო ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე. მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ხიდან ჩამოხსნეს გვამი და ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს, და ზედ ქვების დიდი ყორე აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
- ებრაელთა მიმართ 7:1რადგანაც მელქისედეკი, მეფე სალემისა, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეთა შემუსვრის შემდეგ შემოქცეულს, და აკურთხა იგი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 10
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში