
იესო ნავეს ძე 10:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი დაბირში და ბრძოლა გაუმართა მას.
იესო ნავეს ძე 10:38 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 10:38 კონტექსტში
10:36აიძრა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ყეგონიდან ხებრონისაკენ და ბრძოლა გაუმართა.
10:37აიღო ხებრონი და მოსრა იგი მახვილით მისი მეფითურთ, ყველა მისი ქალაქი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არვინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა, როგორც ყეგლონს. გაანადგურა იგი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო.
10:38დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი დაბირში და ბრძოლა გაუმართა მას.
10:39ხელში ჩაიგდო იგი, მისი მეფე და მისი ყველა ქალაქი, მახვილით მოსრა და ამოწყვიტა ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არაფერი დაუტოვებია ცოცხალი, როგორც მოექცა ხებრონს, ასევე მოექცა დაბირს და მის მეფეს, ასევე მოექცა ლიბნას და მის მეფეს.
10:40მახვილით მოსრა იესომ მთიანეთი, სამხრეთი მხარე, შეფელა და მთის ძირები, და ყველა მათი მეფე. არავინ დაუტოვებია ცოცხალი, ყველა სულდგმული მოსპო, როგორც ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 10:38
- იესო ნავეს ძე 15:15. იქიდან დაბირელებისკენ გაემართა; უწინ დაბირს კირიათ-სეფერი ერქვა.
- იესო ნავეს ძე 21:15ხოლონი თავისი სანახებითურთ და დაბირი თავისი სანახებითურთ,
- მსაჯულნი 1:11იქიდან დაბირის მცხოვრებლებზე გაილაშქრა (უწინ დაბირს კირიათ-სეფერი ერქვა).
- მსაჯულნი 1:15მიუგო: მომეცი კურთხევა, რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევვბიც მომეცი. შეუსრულა სათხოვარი. მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები.
- იესო ნავეს ძე 15:49დანა, კირიათ-სანა, ანუ დაბირი;
- იესო ნავეს ძე 12:13დაბირის მეფე - ერთი; გედერის მეფე - ერთი;
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 10
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში