
იესო ნავეს ძე 15:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წილად ხვდა იუდაელთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან ცინის უდაბნო, სამხრეთით, თემანის ბოლოში.
იესო ნავეს ძე 15:1 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 15:1 კონტექსტში
15:1წილად ხვდა იუდაელთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან ცინის უდაბნო, სამხრეთით, თემანის ბოლოში.
15:2სამხრეთის საზღვრად ჰქონდათ - მარილოვანი ზღვის კიდიდან, ყერიდან სამხრეთის მიმართულებით.
15:3გადის სამხრეთით ყაკრაბიმის ზეგანისკენ: გაივლის ცინს, სამხრეთის მხრიდან ადის კადეშ-ბარნეასკენ, გაივლის ხეცრონს, ადის ადარასკენ და უხვევს კარ-კაყასთან,
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 15:1
- რიცხვთა 26:55ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მამეული შტოების სახელთა მიხედვით მიიღონ სამკვიდრო.
- რიცხვთა 26:56წილისყრის პირობაზე უნდა დაუნაწილდეთ სამკვიდროები, მრავალრიცხოვანთ და მცირერიცხოვანთ.
- ეზექიელი 47:19სამხრეთის მხრიდან სამხრეთისკენ - თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე დიდი ზღვისკენ. ეს იქნება სამხრეთის მხარე, სამხრეთით.
- იესო ნავეს ძე 14:2წლის ყრით ერგოთ საზღვრები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს პირით, ცხრა შტოს და ნახევარ შტოს.
- რიცხვთა 33:36გაემგზავრნენ ეციონ-გაბერიდან და ცინის უდაბნოში დაბანაკდნენ. ეს კადეშია.
- რიცხვთა 33:37გაემგზავრნენ კადეშიდან და ჰორის მთაზე დაბანაკდნენ, ედომის ქვეყნის საზღვარზე.
- რიცხვთა 34:3სამხრეთ მხარედ გექნებათ ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად; გექნებათ სამხრეთი საზღვარი მარილოვანი ზღვის კიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.
- რიცხვთა 34:5გაუხვევს საზღვარი აცმონიდან ეგვიპტის ხევისკენ და მიებჯინება ზღვას.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 15
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში