
იესო ნავეს ძე 17:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვეს იოსებიანებმა: არ შეგვრჩება, რადგან რკინის ეტლები აქვთ ბარის ქანაანელებს, ბეთ-ბეანელებს და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებთ, და იმათაც, იზრეყელის ველზე, რომ ცხოვრობენ.
იესო ნავეს ძე 17:16 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 17:16 კონტექსტში
17:14ელაპარაკნენ იოსებიანები იესოს და უთხრეს: რატომ მომეცი ერთი წილი სამკვიდრო და ერთი ნაკვეთი, მე ხომ ბევრი ვარ, რადგან ასე და ასე მაკურთხაო უფალმა.
17:15უთხრა მათ იესომ: თუ ბევრი ხარ, ადი ტყეში და გატეხე იქ ახო, ფერიზელთა და რეფაიმელთა მხარეში, თუ ეფრემის მთა გევიწროება.
17:16თქვეს იოსებიანებმა: არ შეგვრჩება, რადგან რკინის ეტლები აქვთ ბარის ქანაანელებს, ბეთ-ბეანელებს და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებთ, და იმათაც, იზრეყელის ველზე, რომ ცხოვრობენ.
17:17ასე უთხრა იესომ იოსების სახლს, ეფრემსა და მანაშეს: ბევრი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს, ამიტომაც წილი ერთი არ უნდა გქონდეს.
17:18მთა გექნება და ის ტყე. გატეხ ახოს და მის ბოლომდე შენი იქნება, რადგან შენ აჰყრი ქანაანელებს, თუმცა რკინის ეტლები აქვთ და ძლიერნი არიან.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 17:16
- მსაჯულნი 4:3შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს, რადგან იაბინს ცხრაასი დარკინული ეტლი ჰქონდა და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელიანებს ოცი წელი.
- მსაჯულნი 1:19უფალი იყო იუდასთან და მან მთიანეთი დაიმკვიდრა, ბარელები კი ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ.
- იესო ნავეს ძე 17:18მთა გექნება და ის ტყე. გატეხ ახოს და მის ბოლომდე შენი იქნება, რადგან შენ აჰყრი ქანაანელებს, თუმცა რკინის ეტლები აქვთ და ძლიერნი არიან.
- მსაჯულნი 6:33შეიყარა იმჟამად მთელი მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები, გადმოლახეს მდინარე და იზრეყელის ველზე დაბანაკდნენ.
- იესო ნავეს ძე 19:18მათი საზღვარი იყო: იზრეყელი, ქესულოთი და შუნემი,
- იესო ნავეს ძე 17:11ისაქარში და აშერში მენაშეს ეკუთვნოდა ბეთ-შეანი მისი სოფლებითურთ, იბლეყამი მისი სოფლებითურთ, დორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, ყენდორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, თაყანაქის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, მეგიდოს მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ და ნაფეთის სამი მხარე.
- ოსეა 1:4უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად იზრეყელი, რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა.
- ოსეა 1:5იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 17
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში