
იესო ნავეს ძე 18:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადის საზღვარი ბეთ-ხოგლასთან ჩრდილოეთით და წყდება საზღვარი მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან, იორდანეს სამხრეთ ბოლოსთან. ეს არის სამხრეთი საზღვარი.
იესო ნავეს ძე 18:19 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 18:19 კონტექსტში
18:17უხვევს ჩრდილოეთიდან და გამოდის ყენ-შემეშში, მიდის გელილოთისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, და ეშვება რეუბენის ძის, ბოჰანის, ქვასთან.
18:18ჩრდილოეთის მხრიდან მოუვლის ყარაბას და ეშვება ყარაბაში.
18:19გადის საზღვარი ბეთ-ხოგლასთან ჩრდილოეთით და წყდება საზღვარი მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან, იორდანეს სამხრეთ ბოლოსთან. ეს არის სამხრეთი საზღვარი.
18:20იორდანე აღმოსავლეთის საზღვრავს. ეს არის ბენიამინის სამკვიდრო გარეშემო საზღვრებითურთ, მათი საგვარეულოების მიხედვით.
18:21ბენიამინის შთამომავალთა ქალაქები მათი საგვარეულოების მიხედვით იყო: იერიხონი, ბეთ-ხოგლა და ყემეკ-კელიცი;
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 18:19
- შესაქმე 14:3ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.
- იესო ნავეს ძე 15:2სამხრეთის საზღვრად ჰქონდათ - მარილოვანი ზღვის კიდიდან, ყერიდან სამხრეთის მიმართულებით.
- რიცხვთა 34:3სამხრეთ მხარედ გექნებათ ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად; გექნებათ სამხრეთი საზღვარი მარილოვანი ზღვის კიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.
- შესაქმე 19:25დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი.
- ესაია 11:15ამოაშრობს უფალი ეგვიპტის ზღვის სრუტეს, ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს.
- იესო ნავეს ძე 3:16დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა კარგა მანძილზე ქალაქ ადამიდან, ცართანის გვერდით რომ არის. უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა. იერიხონის პირდაპირ გადიოდა იორდანეზე ხალხი.
- იესო ნავეს ძე 12:3დაბლობი ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე ანუ მარილოვან ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფირგას კალთებამდე;
- მეორე სთვლისაება 3:17ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე აღმოსავლეთით.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 18
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში