
იესო ნავეს ძე 19:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბრუნდება საზღვარი რამასკენ ტიროსის ციხე-ქალაქამდე; ბრუნდება საზღვარი ხოსასკენ და წყდება ზღვასთან - ხებელიდან აქზიბამდე.
იესო ნავეს ძე 19:29 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 19:29 კონტექსტში
19:27უკან ბრუნდება მზის აღმოსავლეთის მიმართულებით ბეთ-დაგონისკენ და ეკვრის ზებულონს და იფთახელის ველს ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყეშეკთან, ნეყიელთან და მიდის ქაბულისკენ მარცხნივ.
19:28ყებრონი, რეხობი, ხამონი და კანა დიდ ციდონამდე.
19:29ბრუნდება საზღვარი რამასკენ ტიროსის ციხე-ქალაქამდე; ბრუნდება საზღვარი ხოსასკენ და წყდება ზღვასთან - ხებელიდან აქზიბამდე.
19:30ეუმა, აფეკი, რეხობი - ოცდაორი ქალაქი თავისა დაბებითურთ.
19:31ეს არის აშერიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 19:29
- მსაჯულნი 1:31აშერმა ვერ აჰყარა ყაქოელები, რომლებიც ხარკს უხდიდნენ, ვერც დორელები და სიდონელები, ვერც ახლაბელები, აქზიბელები, ქელბელები, აფიკელები და რექობელები.
- მეფეთა ბ 5:11გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები, ფიჭვის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს.
- ეზექიელი 26:1მეთერთმეტე წელს, თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
- ეზექიელი 26:21არარაობად გაქცევ და აღარ იარსებებ; დამიწყებ ძებნას და საუკუნოდ ვეღარ მომნახავ, ამბობს უფალი ღმერთი.
- ესაია 23:1ტვიროსის განაჩენი. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც სახლებია, აღარც მისასვლელი! ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას.
- ესაია 23:18მისი ნავაჭრი და გასამრჯელო უფლისათვის იქნება შეწირული. არც დაუნჯდება, არც დაიბეჭდება, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსონ.
- მიქა 1:14ამიტომ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს; აქზიბის სახლები გააცურებენ ისრაელის მეფეებს.
- შესაქმე 38:5კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი; და დაარქვა სახელად შელა; მისი შობის დროს ქეზიბში იყო იუდა.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 19
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში