
იესო ნავეს ძე 19:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იარკონის წყალი, რაკონი საზღვრებითურთ იაფოს მახლობლად.
იესო ნავეს ძე 19:46 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 19:46 კონტექსტში
19:44ელთეკე, გიბთონი და ბაყალა,
19:45იჰუდი, ბარაკიანები და გათ-რიმონი;
19:46იარკონის წყალი, რაკონი საზღვრებითურთ იაფოს მახლობლად.
19:47გადასცდა მათ დანიანთა საზღვარი. გავიდნენ დანიანები და შეებრძოლნენ ლეშემს და აიღეს იგი, მახვილით მოსრეს, დაისაკუთრეს და დასახლდნენ იქ. უწოდეს ლეშემს დანი, თავიანთი მამამთავრის, დანის სახელი.
19:48ეს არის დანიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 19:46
- ნეშტთა შორისა ბ 2:16ჩვენ კი ლიბანში მოვჭრით ხეებს, რამდენიც დაგჭირდება და ზღვაზე ტივებით დავაცურებთ იოფისკენ, იქიდან კი იერუსალიმს აიტანე.
- მოციქულთა საქმენი 9:36ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.
- მოციქულთა საქმენი 9:43პეტრე დიდხანს დარჩა იოპეს, ვინმე სიმონ დაბაღის სახლში.
- მოციქულთა საქმენი 10:8ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი.
- იონა 1:3ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 19
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში