
იესო ნავეს ძე 19:49 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაამთავრეს ქვეყნის დანაწილება სამკვიდროებად საზღვრების მიხედვით. თავიანთ შორის მისცეს სამკვიდრო ისრაელიანებმა იესო ნავეს ძესაც.
იესო ნავეს ძე 19:49 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 19:49 კონტექსტში
19:47გადასცდა მათ დანიანთა საზღვარი. გავიდნენ დანიანები და შეებრძოლნენ ლეშემს და აიღეს იგი, მახვილით მოსრეს, დაისაკუთრეს და დასახლდნენ იქ. უწოდეს ლეშემს დანი, თავიანთი მამამთავრის, დანის სახელი.
19:48ეს არის დანიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
19:49დაამთავრეს ქვეყნის დანაწილება სამკვიდროებად საზღვრების მიხედვით. თავიანთ შორის მისცეს სამკვიდრო ისრაელიანებმა იესო ნავეს ძესაც.
19:50უფლის ბრძანებისამებრ მისცეს მას ქალაქი, რომელსაც მოითხოვდა - თიმნათ-სერახი ეფრემის მთაზე. ააშენა ქალაქი და დასახლდა იქ.
19:51ესენია სამკვიდროები, რომლებიც დაურიგეს ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და მამამთავრებმა ისრაელიანთა შტოებს წილის ყრით სილოამში, უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. ასე მორჩნენ ქვეყნის დანაწილებას.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 19:49
- ეზექიელი 45:7მთავარს კი ეკუთვნის შეწირული ნაკვეთის და ქალაქის საკუთრების ორივე მხარე, შეწირული ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების გვერდით დასავლეთის მხარეს, დასავლეთის მიმართულებით და აღმოსავლეთის მხარე, აღმოსავლეთის მიმართულებით, სიგრძით ერთ-ერთი წილის კვალობაზე დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე.
- ეზექიელი 45:8ეს იქნება მისი მიწა, მისი საკუთრება ისრაელში, რომ აღარ შეავიწროონ მთავრებმა ჩემი ერი და მისცენ დანარჩენი მიწა ისრაელის სახლს შტოებისდა მიხედვით.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 19
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში