
იესო ნავეს ძე 20:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იცხოვრებს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარუდგება საზოგადოებას სამსჯავროზე, ვიდრე იმ ხანების მღვდელმთავარი არ მოკვდება. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა.
იესო ნავეს ძე 20:6 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 20:6 კონტექსტში
20:4გაიქცეს ერთ-ერთ ქალაქში, დადგეს კარიბჭესთან და ხმამაღლა გამოუცხადოს ამ ქალაქის უხუცესებს თავისი ამბავი. ისინიც მიიღებენ მას თავისთან, ქალაქში და მისცემენ ადგილს, რომ მათთან იცხოვროს.
20:5თუ დაედევნა შურისმაძიებელი, არ უნდა ჩაუგდონ მას ხელში მკვლელი, რადგან მისდაუნებურად შემოაკვდა თავისი ახლობელი. არ სჭირებია მისი ჯავრი არც გუშინ, არც გუშინწინ.
20:6იცხოვრებს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარუდგება საზოგადოებას სამსჯავროზე, ვიდრე იმ ხანების მღვდელმთავარი არ მოკვდება. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა.
20:7გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაზე, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბე ანუ ხებრონი, იუდას მთაზე.
20:8იორდანეს გაღმა, იერიხონის პირდაპირ აღმოსავლეთით დაადგინეს: ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენის შტოდან, რაბათი გალაადში გადის შტოდან და გოლანი ბაშანში მენაშეს შტოდან.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 20:6
- რიცხვთა 35:12გქონდეთ ეს ქალაქები თავშესაფარად შურისმაძიებლისაგან, რათა არ მოიკლას მკვლელი, ვიდრე საზოგდოების წინაშე წარდგებოდეს სამსჯავროდ.
- ებრაელთა მიმართ 9:26თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა.
- რიცხვთა 35:24საზოგადოებამ უნდა განსაჯოს მკვლელისა და მესისხლის საქმე ამ წესების მიხედვით.
- რიცხვთა 35:25უნდა იხსნას საზოგადოებამ მკვლელი მესისხლისაგან და გააბრუნოს იგი საზოგადოებამ მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაქცეული იყო. დარჩეს იქ წმიდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის სიკვდილამდე.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 20
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში