
იესო ნავეს ძე 21:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გერშონის შთამომავლებს ისაქარის შტოს საგვარეულოებიდან, აშერის შტოდან, ნაფთალის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან ბაშანში - წილისყრით ცამეტი ქალაქი.
იესო ნავეს ძე 21:6 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 21:6 კონტექსტში
21:4ხვდა წილი კაჰათის საგვარეულოებს. ერგოთ წილისყრით აარონ მღვდელის შთამომავლებს, ლევიანებს იუდას შტოდან, სიმონის შტოდან და ბენიამინის შტოდან - ცამეტი ქალაქი.
21:5ხოლო კაჰათის დანარჩენ შთამომავალთ ეფრემის შტოს საგვარეულოებიდან, დანის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან - წილისყრით ათი ქალაქი.
21:6გერშონის შთამომავლებს ისაქარის შტოს საგვარეულოებიდან, აშერის შტოდან, ნაფთალის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან ბაშანში - წილისყრით ცამეტი ქალაქი.
21:7მერარის შთამომავლებს მათი საგვარეულოების მიხედვით რეუბენის შტოდან, გადის შტოდან და ზებულონის შტოდან - თორმეტი ქალაქი.
21:8მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილისყრით ეს ქალაქები მათი სანახებითურთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 21:6
- იესო ნავეს ძე 21:27გერშონის შთამომავლებს, ლევიანთა საგვარეულოს ხალხს, მისცეს მენაშეს შტოს ნახევრიდან კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი გოლანი ბაშანში თავისი სანახებითურთ და ბეეშთერა თავისი სანახებითურთ - ორი ქალაქი.
- იესო ნავეს ძე 21:33სულ ცამეტი ქალაქი თავის სანახებითურთ გერშონელებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
- ნეშტთა შორისა ა 6:62დანარჩენ მერარიანებს კი ზებულუნის ტომიდან მისცეს: რიმონო თავის სანახებიანად და თაბორი თავის სანახებიანად.
- რიცხვთა 3:21გერშონიდან მოდის ლიბნის საგვარეულო და მიმეის საგვარეულო; ესენია გერშონიანთა საგვარეულოები.
- რიცხვთა 3:22ყველა აღრიცხული მამროვანი, ერთი თვიდან მოყოლებული სულ იყო შვიდი ათას ხუთასი.
- გამოსვლა 6:16ესენია ლევის ძეთა სახელები თაობების მიხედვით: გერშონი, კეჰათი და მერარი. ლევის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 21
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში