გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 22:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 22:26

ვიფიქრეთ: ავიშენებთ სამსხვერპლოს არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის,

იესო ნავეს ძე 22:26 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 22:26 კონტექსტში

22:24თუ თავის დასაზღვევად არ მოვქცეულიყავით ასე, რომ ხვალ თქვენს შვილებს არ ეთქვათ ჩვენი შვილებისათვის: რა საქმე გაქვთო უფალთან, ისრაელის ღმერთთან?

22:25საზღვროდ იორდანე დაგიდოთ უფალმა ჩვენ და თქვენ შორის, რეუბენიანებო და გადიანებო. არა გაქვთო წილი უფალში. აუკრძალავენ თქვენი შვილები ჩვენს შვილებს უფლისადმი მოწიწებას.

22:26ვიფიქრეთ: ავიშენებთ სამსხვერპლოს არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის,

22:27არამედ იმისათვის, რომ მოწმე იყოს ჩვენ და თქვენ შორის, ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც ვემსახურებოდით უფალს ჩვენი აღსავლენით, საკლავით და სამადლობელით, რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, წილი არა გაქვთო უფალში.

22:28ვიფიქრეთ: როცა ასე გვეტყვიან ჩვენ და ჩვენ შემდგომ თაობას, მივუგებთ: აჰა, უფლის სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ააშენა არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, არამედ რათა მოწმე ყოფილიყო იგი ჩვენ და თქვენ შორის.

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 22

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში