
იესო ნავეს ძე 24:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავი მოუყარა იესომ ისრაელის ყველა შტოს შექემში, დაიბარა ისრაელის უხუცესობა, მისი თავკაცები, მისი მსაჯულები, მისი ზედამხედველები და ისინიც წარდგნენ ღვთის წინაშე.
იესო ნავეს ძე 24:1 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 24:1 კონტექსტში
24:1თავი მოუყარა იესომ ისრაელის ყველა შტოს შექემში, დაიბარა ისრაელის უხუცესობა, მისი თავკაცები, მისი მსაჯულები, მისი ზედამხედველები და ისინიც წარდგნენ ღვთის წინაშე.
24:2უთხრა იესომ მთელ ერს: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მდინარის გაღმა ცხოვრობდა თქვენი მამა-პაპა ძველთაგანვე - თერახი, აბრაამის მამა და ნახორის მამა - და ემსახურებოდა უცხო ღმერთებს.
24:3წამოვიყვანე მამაშენი აბრაამი მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, ვუმრავლე თესლი და მივეცი ისაკი.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 24:1
- იესო ნავეს ძე 23:2მოუხმო იესომ მთელ ისრაელს, მის უხუცესებს, მის თავკაცებს, მის მსაჯულებს, მის ზედამხედველებს და უთხრა მათ: მე დავბერდი, ხანში შევედი.
- მეფეთა ა 10:19ახლა უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვიდგინეო. აბა, წარუდექით უფალს თქვენთქვენი ტომისა და გვარეულობის მიხედვით.
- მოციქულთა საქმენი 10:33მაშინვე გამოვგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის.
- შესაქმე 33:18მოვიდა მშვიდობით ფადან-არამიდან წამოსული იაკობი შექემ-ქალაქად, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და დაიბანაკა ქალაქის წინ.
- შესაქმე 33:19შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა.
- გამოსვლა 18:25გამოარჩია მოსემ მაგარი ხალხი მთელი ისრაელიდან და დანიშნა ისინი ერის თავკაცებად - ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.
- გამოსვლა 18:26სჯიდნენ ისინი ერს ყოველ დროს; მძიმე საქმეს მოსეს მოახსენებდნენ, ხოლო წვრილმან საქმეებს თავად წყვეტდნენ.
- შესაქმე 12:6გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 24
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში