გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 24:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 24:12

კრაზანები გავუშვი თქვენს წინ და მათ გარეკეს თქვენგან ორი ამორეველი მეფე, არა მახვილით და არა მშვილდით.

იესო ნავეს ძე 24:12 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 24:12 კონტექსტში

24:10მაგრამ მე არ ვინებე ბალაამის მოსმენა და მან დაგლოცათ თქვენ. ასე გიხსენით მისი ხელიდან.

24:11გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხონს. გაგიმართეს ბრძოლა იერიხონის პატრონებმა - ამორეველებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშეველებმა, ხივიელებმა და იებუსეველებმა.

24:12კრაზანები გავუშვი თქვენს წინ და მათ გარეკეს თქვენგან ორი ამორეველი მეფე, არა მახვილით და არა მშვილდით.

24:13მოგეცით მიწა, რომელზეც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც არ აგიშენებიათ, მაგრამ ცხოვრობთ იქ. საზრდოობთ ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ.

24:14მაშ, გეშინოდეთ უფლისა, ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად, უარყავით ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდა თქვენი მამა-პაპა იორდანეს გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ უფალს.

პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 24:12

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 24

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში