გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 24:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 24:20

თუ მიატოვებთ უფალს და უცხოთა ღმერთების სამსახურს შეუდგებით, უბედურებას დაგათევთ თავს უფალი. ბოლოს მოგიღებთ მას შემდეგ, რაც ამდენი სიკეთე გიყოთ.

იესო ნავეს ძე 24:20 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 24:20 კონტექსტში

24:18განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორეველებიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს, რადგან ჩვენი ღმერთია ის.

24:19უთხრა იესომ ერს: ვერ შეძლებთ უფლის სამსახურს, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურიანია იგი, არ გაპატიებთ დანაშაულს და ცოდვებს.

24:20თუ მიატოვებთ უფალს და უცხოთა ღმერთების სამსახურს შეუდგებით, უბედურებას დაგათევთ თავს უფალი. ბოლოს მოგიღებთ მას შემდეგ, რაც ამდენი სიკეთე გიყოთ.

24:21უთხრა ერმა იესოს: არა, უფალს გვინდა ვემსახუროთ.

24:22უთხრა იესომ ერს: თქვენვე იყავით თქვენი თავის მოწმენი, რომ უფლის სამსახურს ირჩევთ. მიუგეს: მოწმენი ვართ.

პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 24:20

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 24

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში