
იესო ნავეს ძე 24:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იოსების ძვლები, ისრაელიანებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დამარხეს შექემში, ყანაში, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს ას კესიტად შექემის მამის, ხამორის შთამომავალთაგან და რომელიც იოსებიანთა სამკვიდროში მოხვდა.
იესო ნავეს ძე 24:32 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 24:32 კონტექსტში
24:30დამარხეს იგი თავისი სამკვიდროს საზღვარში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
24:31ემსახურებოდა უფალს ისრაელი იესოს დროს და უხუცესთა დროს, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა.
24:32იოსების ძვლები, ისრაელიანებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დამარხეს შექემში, ყანაში, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს ას კესიტად შექემის მამის, ხამორის შთამომავალთაგან და რომელიც იოსებიანთა სამკვიდროში მოხვდა.
24:33მოკვდა ელეაზარი, აარონის ძე და დამარხეს იგი ფინხასის, მისი ძის, ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეკუთვნა მას.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 24:32
- შესაქმე 50:25დააფიცა იოსებმა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები.
- შესაქმე 33:19შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა.
- გამოსვლა 13:19თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან ფიცით ჰყავდა დაფიცებული იოსებს ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიყოლეთო აქედან ჩემი ძვლები.
- მოციქულთა საქმენი 7:16გადმოასვენეს ისინი სიქემს და დაკრძალეს სამარხში, ვერცხლის ფასად რომ ეყიდა აბრაამს ემორ სიქემელის ძეთაგან.
- შესაქმე 48:22შენთვის მომიცია საძმო წილსზევით ერთი ადგილი, რომელიც ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით.
- იოანე 4:5მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ მინდვრის მახლობლად, იაკობმა რომ უბოძა იოსებს, თავის ძეს.
- ებრაელთა მიმართ 11:22რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 24
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში