
იესო ნავეს ძე 4:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უბრძანა იესომ მღვდლებს: ამოდით იორდანედან!
იესო ნავეს ძე 4:17 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 4:17 კონტექსტში
4:16უბრძანე მღვდლებს, რომელთაც მოწმობის კიდობანი მოაქვთ, იორდანედან ამოვიდნენ.
4:17უბრძანა იესომ მღვდლებს: ამოდით იორდანედან!
4:18როგორც კი იორდანედან ამოვიდნენ მღვდლები, რომელთაც უფლის აღთქმის კიდობანი მოჰქონდათ და ხმელეთზე დაიდგა მღვდლების ტერფები, ისევ თავის ადგილას მოიქცა იორდანეს წყლები; როგორც გუშინ და გუშინწინ, იწყეს დინება თავის კალაპოტში.
4:19ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მეათე დღეს და დაბანაკდა გილგალში, იერიხონის აღმოსავლეთით.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 4:17
- შესაქმე 8:16გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენა შვილები და მათი ცოლები.
- შესაქმე 8:18გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები.
- მოციქულთა საქმენი 16:23ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
- მოციქულთა საქმენი 16:35გამთენიისას მთავრებმა მსახურები გაუგზავნეს და შეუთვალეს, ის კაცები გაუშვიო.
- მოციქულთა საქმენი 16:39მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს, საპყრობილედან გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ.
- დანიელი 3:26მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შეუძახა და უთხრა: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მორჩილნო, გამოდით და აქ მოდით! მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედნეგო გამოვიდნენ შუაგულ ცეცხლიდან.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 4
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში