გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 4:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 4:5

უთხრა მათ იესომ: იარეთ უფლის, თქვენი ღმერთის კიდობნის წინ, იორდანეს შუაგულამდე, და თითო ქვა აიკიდეთ ზურგზე, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით,

იესო ნავეს ძე 4:5 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 4:5 კონტექსტში

4:3ასე უბრძანე ხალხს: აკრიბეთ აქედან იორდანეს შუაგულიდან, სადაც მტკიცედ ედგათ ფეხი მღვდლებს, თორმეტი ქვა, თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევში, სადაც ღამის გათევას დააპირებთ.

4:4დაიბარა იესომ თორმეტი კაცი, ისრაელიანთაგან რომ განაწესა, თითო კაცი თითო შტოდან.

4:5უთხრა მათ იესომ: იარეთ უფლის, თქვენი ღმერთის კიდობნის წინ, იორდანეს შუაგულამდე, და თითო ქვა აიკიდეთ ზურგზე, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით,

4:6რათა ეს იყოს ნიშანი თქვენ შორის. როცა შეგეკითხებიან ოდესმე თქვენი შვილები: ეს რა ქვები გაქვთო?

4:7მიუგეთ: იორდანეს წყლები რომ გაიპო-თქო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე; როცა იორდანეს გაღმა გადადიოდა ერი, გაიპო-თქო იორდანეს წყლები. სამახსოვროდ ჰქონდეთ ეს ქვები ისრაელიანებს უკუნისამდე.

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 4

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში