
იესო ნავეს ძე 5:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გაიგეს იორდანეს დასავლეთი ნაპირის მეფეებმა და ზღვისპირეთის ქანაანელმა მეფეებმა, რომ ამოაშრო უფალმა იორდანეს წყალი ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გაღმა გამოვიდოდნენ, შეუდრკათ გული და მხნეობა წაუხდათ ისრაელიანთა გამო.
იესო ნავეს ძე 5:1 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 5:1 კონტექსტში
5:1როცა გაიგეს იორდანეს დასავლეთი ნაპირის მეფეებმა და ზღვისპირეთის ქანაანელმა მეფეებმა, რომ ამოაშრო უფალმა იორდანეს წყალი ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გაღმა გამოვიდოდნენ, შეუდრკათ გული და მხნეობა წაუხდათ ისრაელიანთა გამო.
5:2იმ დროს უთხრა უფალმა იესოს: გააკეთე კაჟის დანები და ერთხელ კიდევ წინდაცვითე ისრაელიანები.
5:3გააკეთა იესომ კაჟის დანები და წინდაცვითა ისრაელიანები გიბყათ-ჰაყარალოთის (წინდაცვეთის გორა) მახლობლად.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 5:1
- იესო ნავეს ძე 2:9უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენ წინაშე.
- იესო ნავეს ძე 2:11შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენ გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე.
- რიცხვთა 13:29ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი; ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ.
- მსაჯულნი 1:1იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საომრად?
- ეზექიელი 21:7თუ გეტყვიან, რაზე კვნესიო, უთხარი, ავ ამბავზე, რომელიც მოდის-თქო, და დადნება ყოველი გული, დაუძლურდება ყოველი ხელი, შეღონდება ყოველი სული, წყლად წავა ყოველი მუხლი. აჰა, მოვიდა და ახდა, ამბობს უფალი ღმერთი.
- შესაქმე 12:6გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.
- ეზექიელი 16:3და უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: შენი დასაბამი და შენი სამშობლო ქანაანის ქვეყანაშია, მამაშენი ამორეველია, დედაშენი - ხეთელი.
- ფსალმუნები 48:4რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 5
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში