
იესო ნავეს ძე 5:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა წინდაიცვითა მთელმა ხალხმა, იქვე დარჩნენ ბანაკში ჭრილობის მოშუშებამდე.
იესო ნავეს ძე 5:8 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 5:8 კონტექსტში
5:6რადგან ორმოცი წელი დადიოდნენ უდაბნოში ისრაელიანები, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი, ბრძოლის შემძლებელი, რომელთაც არ გაიგონეს უფლის სიტყვა და რომელთაც დაემუქრა უფალი, რომ თვალით არ ანახვებდა იმ ქვეყანას. მათი მამა-პაპისთვის რომ ჰქონდა აღთქმული, ქვეყანას, სადაც რძისა და თაფლის ღვარი დის.
5:7მათ ნაცვლად კი მათი შვილები დაადგინა. სწორედ ესენი წინდაცვითა იესომ, რადგან წინდაუცვეთელნი იყვნენ, არ მიუღიათ წინდაცვეთა გზაში.
5:8როცა წინდაიცვითა მთელმა ხალხმა, იქვე დარჩნენ ბანაკში ჭრილობის მოშუშებამდე.
5:9უთხრა უფალმა იესოს: დღეს მოგწმინდეთ ეგვიპტის სირცხვილი. და უწოდა იმ ადგილს სახელად გილგალი და ასე ეწოდება დღემდე.
5:10იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს, იერიხონის დაბლობზე.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 5:8
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 5
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში