
იესო ნავეს ძე 7:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგზავნა იესომ კაცები და მათაც ისწრაფეს კარვისკენ. აჰა, ნახეს კარავში დაფლული. მის ქვეშ იყო ვერცხლი.
იესო ნავეს ძე 7:22 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 7:22 კონტექსტში
7:20მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: ნამდვილად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს. ასე და ასე გავაკეთეო.
7:21დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული წამოსასხამი, ასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათშეკელიანი ოქროს ზოდი, დავხარბდი და ავიღე. აჰა, მიწაში მაქვს დაფლული კარვის შუაგულში, ვერცხლია მის ქვეშ.
7:22გაგზავნა იესომ კაცები და მათაც ისწრაფეს კარვისკენ. აჰა, ნახეს კარავში დაფლული. მის ქვეშ იყო ვერცხლი.
7:23წამოიღეს კარვიდან და მოუტანეს იესოს და მთელ ისრაელობას, და დაყარეს უფლის წინ.
7:24გამოიყვანა იესომ ყაქან ზარახის ძე ვერცხლით, წამოსასხამითა და ოქროს ზოდითურთ, გამოიყვანა მისი ვაჟები და ქალიშვილები, ხარები, სახედრები და ცხვრები, მისი კარავი, მთელი მისი საბადებელი, და მთელი ისრაელის თანხლებით წაიყვანა ყაქორის ველზე.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 7
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში