
იესო ნავეს ძე 8:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადგა იესო და მთელი მეომარი ხალხი ჰაღაიზე გასალაშქრებლად; ამოარჩია იესომ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და გაგზავნა ღამით.
იესო ნავეს ძე 8:3 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 8:3 კონტექსტში
8:1უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები; თან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის, იცოდე, შენს ხელში ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი ქვეყანა.
8:2ისე მოექეცი ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხონს და მის მეფეს მოექეცი. ოღონდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. ქალაქის უკან საფარი მოიწყვეთ.
8:3ადგა იესო და მთელი მეომარი ხალხი ჰაღაიზე გასალაშქრებლად; ამოარჩია იესომ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და გაგზავნა ღამით.
8:4ასე უბრძანა მათ: იცოდეთ, საფარში უნდა ისხდეთ ქალაქის უკან, შორს არ გასცდეთ ქალაქს და მზად იყავით.
8:5მე და დანარჩენი ხალხი, ვინც კი მახლავს, ქალაქს მივადგებით. როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს დასახვედრად, გავექცევით მათ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 8:3
- მათეს სახარება 25:6მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო.
- მათეს სახარება 24:50მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის,
- მათეს სახარება 24:39და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:2რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:10ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 8
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში