
იესო ნავეს ძე 9:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ გაჟლიტეს ისინი ისრაელიანებმა, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი ჰყავდათ მათთვის დაფიცებული საზოგადოების თავკაცებს. აუმხედრდა თავკაცებს მთელი საზოგადოება.
იესო ნავეს ძე 9:18 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 9:18 კონტექსტში
9:16სამი დღე რომ გავიდა აღთქმის დადებიდან, შეიტყვეს, რომ მათი მეზობლები ყოფილან და მათ ახლოს სახლებულან.
9:17დაიძრნენ ისრაელიანები და მესამე დღეს მიადგნენ მათ ქალაქებს. მათი ქალაქები იყო: გაბაონი, ქეფირა, ბეეროთი და კირიათ-იეყარიმი.
9:18არ გაჟლიტეს ისინი ისრაელიანებმა, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი ჰყავდათ მათთვის დაფიცებული საზოგადოების თავკაცებს. აუმხედრდა თავკაცებს მთელი საზოგადოება.
9:19უთხრეს თავკაცებმა მთელ საზოგადოებას: უფალი, ისრაელის ღმერთი, დავუფიცეთ მათ. ახლა მათი ხელის ხლებაც არ შეგვიძლია.
9:20ასე მოვექცეთ მათ: ცოცხლები დავტოვოთ, რათა არ დაგვატყვდეს რისხვა იმ ფიცის გამო, რითაც შევფიცეთ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 9:18
- ფსალმუნები 15:4ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის;
- ეკლესიასტე 5:2ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი - მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
- ეკლესიასტე 9:2ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალს და უკუღმართს, კეთილს და ბოროტს, სუფთას და მირეულს, მსხვერპლის შემწირველს და მსხვერპლის არშემწირველს, როგორც კეთილს, ისე ცოდვილს, როგორც მოფიცარს, ისე ფიცის მოშიშს.
- ეკლესიასტე 5:6ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; ნურც იმართლებ თავს ანგელოსის წინაშე, შევცდიო. რად უნდა განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დაღუპოს შენი ხელით ქმნილი?
- მეფეთა ბ 21:7დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა საუფლო ფიცის გამო, რომელიც დიდებული იყო მათ შორის, დავითსა და იონათან საულის ძის შორის.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 9
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში