
მსაჯულნი 1:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, ასკალონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი, აშდოდი და მისი შემოგარენი.
მსაჯულნი 1:18 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 1:18 კონტექსტში
1:16მოსეს სიმამრის, იოთორ კენიელის შთამომავლებიც თან ამოჰყვნენ იუდიანებს ფინიკთა ქალაქიდან იუდას უდაბნოში, რომელიც არადის სამხრეთით მდებარეობს. მოვიდნენ და ადგილობრივ ხალხში ჩასახლდნენ.
1:17გავიდა იუდა თავის ძმასთან სიმონთან ერთად. დაამარცხეს ცეფათის ქანაანელები, ააოხრეს ქალაქი და უწოდეს ხორმა (ნაოხარი).
1:18აიღო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, ასკალონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი, აშდოდი და მისი შემოგარენი.
1:19უფალი იყო იუდასთან და მან მთიანეთი დაიმკვიდრა, ბარელები კი ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ.
1:20მისცეს ხებრონი ქალებს, როგორც მოსესაგან იყო დანაბარები. დაიმკვიდრა მან ყანაკის ძეთა სამი ქალაქი და ყანაკის სამივე ძე აჰყარა იქიდან.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 1:18
- იესო ნავეს ძე 11:22გადაშენდნენ ყანაკები ისრაელიანთა ქვეყნიდან. მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ.
- მსაჯულნი 3:3ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო და ყველა ქანაანელი, ციდონელი და ხივიელი, ლიბანის მთიანეთში რომ ცხოვრობენ, ბაალ-ხერმონის მთიდან ხამათამდე.
- გამოსვლა 23:31დაგიდებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და მოიშორებ მათ.
- მეფეთა ა 6:17აი, ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის გამოსასყიდელ მსხვერპლად. ერთი აშდოდისთვის იყო, ერთი - ასკალონისთვას, ერთი გათისთვის, ერთიც ყეკრონისთვის.
- მსაჯულნი 16:1ჩავიდა სამსონი ღაზაში, იქ ერთი მეძავი ნახა და შევიდა მასთან.
- მსაჯულნი 16:2შეიტყვეს ღაზელებმა, სამსონი ჩამოსულაო. გარს უვლიდნენ და მთელი ღამე უდარაჯებდნენ ქალაქის კარიბჭესთან, მთელი ღამე გაყუჩებულები იყვნენ, ამბობდნენ, გათენებამდე მოვკლავთო.
- იესო ნავეს ძე 13:3შიხორიდან, ეგვიპტის პირდაპირ რომ არის, ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანს ეკუთვნის; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზელთა, აშდოდელთა, ასკალონელთა, გათელთა, ყეკრონელთა და ყავიელთა.
- იესო ნავეს ძე 15:45ყეკრონი თავისი სოფლებითა და დაბებითურთ.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 1
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში