
მსაჯულნი 1:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნაფთალიმ ვერ აჰყარა ბეთ-შემეში და ბეთ-ანათი; ცხოვრობდა იქაურ ქანაანელებს შორის. ბეთ-შემეშელებიც და ბეთ-ანათელებიც მისი მოხარკენი შეიქნენ.
მსაჯულნი 1:33 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 1:33 კონტექსტში
1:31აშერმა ვერ აჰყარა ყაქოელები, რომლებიც ხარკს უხდიდნენ, ვერც დორელები და სიდონელები, ვერც ახლაბელები, აქზიბელები, ქელბელები, აფიკელები და რექობელები.
1:32ცხოვრობდა აშერი იქაურ ქანაანელებს შორის, რადგან ვერ აჰყარა ისინი.
1:33ნაფთალიმ ვერ აჰყარა ბეთ-შემეში და ბეთ-ანათი; ცხოვრობდა იქაურ ქანაანელებს შორის. ბეთ-შემეშელებიც და ბეთ-ანათელებიც მისი მოხარკენი შეიქნენ.
1:34ამორეველებმა მთებში შეიმწყვდიეს დანელები და ბარად არ ჩამოუშვეს.
1:35დარჩნენ და ცხოვრობდნენ ამორეველები ქარ-ქერესში, სადაც დათვები და მელებია, აიალონში და შაყალბიმში, მაგრამ იოსების სახლის ხელი მძიმედ დააწვა ამორეველებს და მოხარკედ გაუხდნენ ისინი.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 1:33
- იესო ნავეს ძე 19:32ნაფთალიანებს შეხვდათ მეექვსე წილი, ნაფთალიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 19:38ირეონი, მიგლად-ედი, ხარემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში - ცხრამეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
- ფსალმუნები 18:24უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.
- მსაჯულნი 1:35დარჩნენ და ცხოვრობდნენ ამორეველები ქარ-ქერესში, სადაც დათვები და მელებია, აიალონში და შაყალბიმში, მაგრამ იოსების სახლის ხელი მძიმედ დააწვა ამორეველებს და მოხარკედ გაუხდნენ ისინი.
- მსაჯულნი 1:30ზაბულონმა ვერ აჰყარა კიტრონელები და ნაქლოლელები, ცხოვრობდნენ ისინი მათ გვერდით და მისი მოხარკენი შეიქნენ.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 1
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში