
მსაჯულნი 10:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მის შემდგომ გალაადელი იაირი გამოჩნდა და მსაჯულობდა ისრაელზე ოცდაორი წელი.
მსაჯულნი 10:3 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 10:3 კონტექსტში
10:1აბიმელექის შემდეგ გამოჩნდა თოლაყი, ძე ფუასი, ძისა დოდოსი, ისაქარელი, ისრაელის სახსნელად. იგი შამირში ცხოვრობდა, ეფრემის მთაში.
10:2მსაჯულობდა ისრაელზე ოცდასამი წელი, მერე მოკვდა და შამირში დამარხეს.
10:3მის შემდგომ გალაადელი იაირი გამოჩნდა და მსაჯულობდა ისრაელზე ოცდაორი წელი.
10:4ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, ოცდაათ ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, პატრონი ოცდაათი ქალაქისა, რომელთაც დღემდე იაირის ნასახლარებს უწოდებენ გალაადის მხარეში.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 10:3
- რიცხვთა 32:29უთხრა მათ მოსემ: თუ გადავლენ გადიანები და რეუბენიანები თქვენთან ერთად იორდანეს გაღმა საომრად დარაზმულნი უფლის წინაშე, და დამორჩილდება ის ქვეყანა თქვენ წინაშე, მიეცით მათ გალაადის ქვეყანა საკუთრებად.
- შესაქმე 31:48თქვა ლაბანმა. ეს გორა იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის; ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 10
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში