
მსაჯულნი 12:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა იბცან ბეთლემელი.
მსაჯულნი 12:8 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 12:8 კონტექსტში
12:6უბრძანებდნენ: თქვი „შიბოლეთი“ (თავთავი). ის კი იტყოდა: „სიბოლეთი“, სხვაგვარად წარმოთქმა არ შეეძლო. მაშინ შეიპყრობდნენ და კლავდნენ იორდანეს ფონთან. ორმოცდაორი ათასი ეფრემიანი დაეცა იმჟამად.
12:7ექვსი წელი მსაჯულობდა იფთახი ისრაელზე. მერე მოკვდა იფთახ გალაადელი და დამარხეს გალაადის ერთერთ ქალაქში.
12:8მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა იბცან ბეთლემელი.
12:9ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, შინიდან ოცდაათი ქალი გაისტუმრა, ოცდაათი ქალი შინ მოუყვანა თავის ვაჟებს და შვიდი წელი მსაჯულობდა ისრაელზე.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 12:8
- მათეს სახარება 2:1ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს,
- შესაქმე 15:19ქვეყანა კენეველთა, კენიზელთა, კადმონელთა,
- მიქა 5:2შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.
- მეფეთა ა 16:1უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 12
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში