
მსაჯულნი 15:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრეს იუდიანებმა: რატომ წამოხვედით ჩვენზე? მიუგეს: სამსონის შესაპყრობად წამოვედით, ის უნდა დავმართოთ, რაც ჩვენ დაგვმართა.
მსაჯულნი 15:10 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 15:10 კონტექსტში
15:8მაგრად ურტყა მათ წვივებზე და თეძოებზე. მერე წავიდა და ყეტამის კლდეში ეხს შეაფარა თავი.
15:9წავიდნენ ფილისტიმელები, იუდაში დაბანაკდნენ და განივრცნენ ლეხამდე.
15:10უთხრეს იუდიანებმა: რატომ წამოხვედით ჩვენზე? მიუგეს: სამსონის შესაპყრობად წამოვედით, ის უნდა დავმართოთ, რაც ჩვენ დაგვმართა.
15:11მივიდა სამასი კაცი იუდადან ყეტამის კლდის ეხთან და უთხრა სამსონს: ვითომ არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე? ეს რა ჭირში ჩაგვყარე?
15:12უთხრეს: მოვედით, რომ შეგიპყროთ და ხელთ მიგცეთ ფილისტიმელებს. უთხრა სამსონმა: შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 15
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში