
მსაჯულნი 15:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ქალის მამამ: მეგონა, გული აიყარე მასზე, და შენს მაყარს მივათხოვე. აი, უმცროსი და მასზე ლამაზია, ეგ წაიყვანე მის ნაცვლად.
მსაჯულნი 15:2 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 15:2 კონტექსტში
15:1გამოხდა ხანი, და პურისმკის დროს წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად და ერთი თიკანი წაიყვანა. თქვა: შევალ ჩემს ცოლთან სანთიობოშიო, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა.
15:2უთხრა ქალის მამამ: მეგონა, გული აიყარე მასზე, და შენს მაყარს მივათხოვე. აი, უმცროსი და მასზე ლამაზია, ეგ წაიყვანე მის ნაცვლად.
15:3უთხრა მათ სამსონმა: ხომ მართალი ვიქნები ფილისტიმელებთან, ავი საქმე რომ დავმართო?
15:4წავიდა სამსონი, დაიჭირა სამასი მელა, აიღო ჩირაღდნები, ორ-ორ მელას კუდები ერთმანეთზე გადაუსკვნა და ზედ თითო ჩირაღდანი მიაბა.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 15:2
- მსაჯულნი 14:20სამსონის ცოლი კი ერთ-ერთ მექორწინეს მისთხოვდა, ქმრის მაყარს.
- მოციქულთა საქმენი 26:9თუმცა მე თვითონაც მეგონა, რომ ყოველნაირად წინ უნდა აღვდგომოდი იესო ნაზარეველის სახელს.
- შესაქმე 38:14გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე. რადგან იცოდა, რომ მოწიფული იყო შელა, მაგრამ ცოლად არ მიუთხოვებიათ მისთვის.
- მსაჯულნი 14:16შესტირა ცოლმა სამსონს და უთხრა: გძულებივარ, კი არ გყვარებივარ. გამოცანა მიგიცია ჩემიანებისათვის, ახსნას კი არ მეუბნები. მან უთხრა: ჩემი მამისთვის და დედისთვისაც არ მითქვამს მისი ახსნა, შენ როგორ გეტყვი?
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 15
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში