
მსაჯულნი 16:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა დალილამ: როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა.
მსაჯულნი 16:15 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 16:15 კონტექსტში
16:13უთხრა სამსონს დალილამ: აქამდე მატყუე და მაბრიყვე. მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა? მან მიუგო: თუ ჩემი თმის შვიდ კოწოლს საძახველში ჩაგრეხ.
16:14პალო დაასო და უთხრა: ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ! გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახველის პალოცა და ნაძახვიც.
16:15უთხრა დალილამ: როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა.
16:16რაკი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და საშველს არ აძლევდა, სიცოცხლე მოსძულდა სამსონს.
16:17გამოუტყდა და უთხრა: სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთის მოწმიდარი ვარ. თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 16:15
- მსაჯულნი 14:16შესტირა ცოლმა სამსონს და უთხრა: გძულებივარ, კი არ გყვარებივარ. გამოცანა მიგიცია ჩემიანებისათვის, ახსნას კი არ მეუბნები. მან უთხრა: ჩემი მამისთვის და დედისთვისაც არ მითქვამს მისი ახსნა, შენ როგორ გეტყვი?
- იოანეს ეპისტოლე ა 2:15ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:16ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.
- შესაქმე 29:20მსახურობდა იაკობი რახელისთვის შვიდ წელიწადს და რახელის სიყვარულის გამო რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.
- იგავესნი 5:3რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.
- იგავესნი 5:14რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო!
- იოანე 14:15თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი.
- ქებათა ქება 8:6დამდევდი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 16
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში