
მსაჯულნი 17:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იყო კაცი ვინმე ეფრემის მთაში, სახელად მიქაიეჰუ.
მსაჯულნი 17:1 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 17:1 კონტექსტში
17:1იყო კაცი ვინმე ეფრემის მთაში, სახელად მიქაიეჰუ.
17:2უთხრა დედას: შენ რომ ათას ასი ვერცხლი წაგიღეს, რომლის გამოც ჩემი თანდასწრებით წყევლა წარმოთქვი, ჩემთანაა ეს ვერცხლი, ჩემი აღებულია. თქვა დედამისმა: დაილოცოს უფლისაგან ჩემი შვილი.
17:3დაუბრუნა დედას ათას ასი ვერცხლი. თქვა დედამისმა: ჩემი ხელით შემიწირავს ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი შვილის სახელზე ქანდაკისა და ჩამოსხმული კერპის გასაკეთებლად. აჰა, შენთვის დამიბრუნებია.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 17:1
- იესო ნავეს ძე 15:9მთის თხემიდან უხვევს ნეფთოახის წყაროსთან, მიდის ყეფრონის მთების ქალაქებისკენ და უხვევს საზღვარი ბაყალასკენ, ანუ კირიათ-იეყარიმისკენ.
- მსაჯულნი 18:2ხუთი კაცი გაგზავნეს დანიანებმა თავიანთი ტომიდან, ცორელები და ეშთაოლელები, მაგარი ვაჟკაცები, რომ მხარე დაევლოთ და დაეზვერათ. უთხრეს, წადით და მხარე დაზვერეთო. მივიდნენ ეფრემის მთაში მიქას სახლთან და ღამე იქ გაითიეს.
- მსაჯულნი 10:1აბიმელექის შემდეგ გამოჩნდა თოლაყი, ძე ფუასი, ძისა დოდოსი, ისაქარელი, ისრაელის სახსნელად. იგი შამირში ცხოვრობდა, ეფრემის მთაში.
- იესო ნავეს ძე 17:14ელაპარაკნენ იოსებიანები იესოს და უთხრეს: რატომ მომეცი ერთი წილი სამკვიდრო და ერთი ნაკვეთი, მე ხომ ბევრი ვარ, რადგან ასე და ასე მაკურთხაო უფალმა.
- იესო ნავეს ძე 17:18მთა გექნება და ის ტყე. გატეხ ახოს და მის ბოლომდე შენი იქნება, რადგან შენ აჰყრი ქანაანელებს, თუმცა რკინის ეტლები აქვთ და ძლიერნი არიან.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 17
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში