
მსაჯულნი 19:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განაგრძეს გზა, იარეს და ბენიამინის გიბყის მახლობლად დაუღამდათ.
მსაჯულნი 19:14 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 19:14 კონტექსტში
19:12უთხრა ბატონმა: არა, ნუ შევალთ უცხო ქალაქში, სადაც ისრაელიანები არ სახლობენ. გიბყამდე მივიდეთ.
19:13უთხრა თავის მსახურ ბიჭს: რომელიმე სხვა ადგილამდე მივიდეთ, გიბყაში ან რამაში გავათიოთ ღამე.
19:14განაგრძეს გზა, იარეს და ბენიამინის გიბყის მახლობლად დაუღამდათ.
19:15გაუხვიეს, რომ გიბყაში შესულიყვნენ და ღამე იქ გაეთიათ. მივიდა და ქალაქის მოედანზე დაჯდა, მაგრამ არავინ შეიპატიჟა შინ ღამის გასათევად.
19:16აჰა, ერთი ბერიკაცი საღამოხანს ბრუნდება სამუშაოდან, ყანიდან; ეფრემის მთაში იყო დაბადებული და გიბყაში ცხოვრობდა. იმ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინიანები იყვნენ.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 19
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში