
მსაჯულნი 19:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაშორდა მას ხარჭა, მამის სახლში წაუვიდა, იუდას ბეთლემში, და ოთხი თვე იქ იყო.
მსაჯულნი 19:2 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 19:2 კონტექსტში
19:1იმ ხანებში, როცა ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ერთი ლევიანი მდგმურობდა ეფრემის მთის კალთაზე. ხარჭა მოიყვანა ცოლად იუდას ბეთლემიდან.
19:2გაშორდა მას ხარჭა, მამის სახლში წაუვიდა, იუდას ბეთლემში, და ოთხი თვე იქ იყო.
19:3ადგა მისი ქმარი და ჩააკითხა, რომ შემოერიგებინა და შინ დაებრუნებინა. მსახური ბიჭი და ორი ვირი ახლდა თან. ხარჭამ იგი მამის სახლში შეიწვია. დაინახა ის ყმაწვილი ქალის მამამ და გახარებული შეეგება.
19:4არ გაუშვა იგი სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა იქ კაცი სამი დღე. ჭამდნენ, სვამდნენ და იქვე ათევდნენ ღამეს.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 19:2
- მეორე სთვლისაება 22:21გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში. აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.
- ეზექიელი 16:28აშურელებთანაც ბოზობდი შენი გაუმაძღრობის გამო, ბოზობდი მათთანაც და ვერ ძღებოდი.
- ლევიანი 21:9მღვდლის ქალიშვილი, რომელმაც ბოზობით თავი შეირცხვინა, მამამისის შემარცხვენელია იგი. ცეცხლში უნდა დაიწვას.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 19
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში