
მსაჯულნი 19:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წამოვიდა ქალი დილით, დაეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი პატრონი იდგა, და დილამდე ეგდო.
მსაჯულნი 19:26 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 19:26 კონტექსტში
19:24აჰა, გასათხოვარი ქალი მყავს შინ, ამ კაცსაც ხარჭა ახლავს. გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით, რაც გენებოთ. ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას.
19:25მაგრამ მათ მისი გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ ადგა კაცი და გამოუყვანა ქუჩაში თავისი ხარჭა. შეიცნეს იგი, მთელი ღამე დილამდე აუპატიურებდნენ მას. და ცისკარზე გაუშვეს.
19:26წამოვიდა ქალი დილით, დაეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი პატრონი იდგა, და დილამდე ეგდო.
19:27ადგა დილით მისი პატრონი, გააღო სახლის კარი, გამოვიდა, რომ გზას გასდგომოდა, და, აჰა, კართან მისი ხარჭა აგდია, ზღურბლზე ხელებდაყრილი.
19:28უთხრა: ადექი, წავიდეთო. მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. გადაჰკიდა სახედარს, ადგა და შინ წავიდა.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 19:26
- მსაჯულნი 19:27ადგა დილით მისი პატრონი, გააღო სახლის კარი, გამოვიდა, რომ გზას გასდგომოდა, და, აჰა, კართან მისი ხარჭა აგდია, ზღურბლზე ხელებდაყრილი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:6ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
- მსაჯულნი 19:3ადგა მისი ქმარი და ჩააკითხა, რომ შემოერიგებინა და შინ დაებრუნებინა. მსახური ბიჭი და ორი ვირი ახლდა თან. ხარჭამ იგი მამის სახლში შეიწვია. დაინახა ის ყმაწვილი ქალის მამამ და გახარებული შეეგება.
- შესაქმე 18:12გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 19
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში