
მსაჯულნი 20:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღირიცხა იმ დღეს ქალაქებიდან შემოკრებილი ბენიამინიანები - ოცდაექვსი ათასი კაცი, იარაღის ამღები. მათ გარდა გიბყელთაგან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი აღირიცხა.
მსაჯულნი 20:15 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 20:15 კონტექსტში
20:13ახლა მოგვეცით ის წამხდარი ხალხი, გიბყაში რომ გყოლიათ, სიკვდილით დავსჯით მათ და აღმოვფხვრით ბოროტებას ისრაელიდან. მაგრამ ბენიამინიანებმა არ შეისმინეს თავიანთ მოძმეთა, ისრაელიანთა სიტყვა.
20:14გიბყაში შეიკრიბნენ ბენიამინელები თავ-თავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართათ ისრაელიანებისთვის.
20:15აღირიცხა იმ დღეს ქალაქებიდან შემოკრებილი ბენიამინიანები - ოცდაექვსი ათასი კაცი, იარაღის ამღები. მათ გარდა გიბყელთაგან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი აღირიცხა.
20:16მთელი აძ ხალხიდან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს ბეწვისთვის რომ ესროლა შურდულით ქვა, არ აუცდებოდა.
20:17ისრაელიანები, ბენიამინიანთა გამოკლებით, ოთხასი ათასი კაცი აღირიცხა, მახვილის ამღები. ყოველ იმათგანი მეომარი იყო.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 20:15
- რიცხვთა 26:41ესენი არიან ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ექვსასი.
- მსაჯულნი 20:25გამოვიდა მათ წინააღმდეგ ბენიამინი გიბყიდან მეორე დღეს და კვლავ გაანადგურა ისრაელიანები, თვრამეტი ათასი კაცი მახვილის ამღები.
- მსაჯულნი 20:46მთლიანად კი იმ დღეს ოცდახუთი ათასი ბენიამინიანი დაეცა, მახვილის ამღები. ყველა მათგანი მაგარი ვაჟკაცი იყო.
- მსაჯულნი 20:47გადარჩენილი ექვსასი კაცი გაბრუნდა და უდაბნოში, რიმონის კლდისკენ გაიქცა და იყვნენ იქ, რიმონის კლდეებში, ოთხი თვე.
- მსაჯულნი 20:35დაამარცხა უფალმა ბენიამინი ისრაელიანთა წინაშე და იმ დღეს ისრაელიანებმა ოცდახუთი ათას ასი კაცი გაანადგურეს ბენიამინიანთაგან, მახვილის ამღები.
- რიცხვთა 1:37ბენიამინის შტოში აღირიცხა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 20
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში