
მსაჯულნი 20:44 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაეცა ბენიამინიანთაგან თვრამეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები.
მსაჯულნი 20:44 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 20:44 კონტექსტში
20:42გაექცნენ ისრაელიანებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ლაშქარი ბრძოლით მისდევდა მათ და ქალაქებიდან გამოსულებიც ხოცავდნენ გზადაგზა.
20:43შემოეჯარნენ ბენიამინს, მანუხამდე სდიეს და ჟლიტეს გიბყამდე, აღმოსავლეთით.
20:44დაეცა ბენიამინიანთაგან თვრამეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები.
20:45გადარჩენილნი მიუბრუნდნენ და უდაბნოსკენ, რიმონის კლდისკენ გაიქცნენ, გზადაგზა კიდევ ხუთი ათასი კაცი დახოცეს ისრაელიანებმა, გიდომამდე სდიეს და კიდევ ორი ათასი კაცი დახოცეს.
20:46მთლიანად კი იმ დღეს ოცდახუთი ათასი ბენიამინიანი დაეცა, მახვილის ამღები. ყველა მათგანი მაგარი ვაჟკაცი იყო.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 20
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში