
მსაჯულნი 21:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უბრძანეს ბენიამინიანებს: წადით და ვენახებში ჩასაფრდით.
მსაჯულნი 21:20 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 21:20 კონტექსტში
21:18მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებდი, რადგან ფიცი დასდეს ისრაელიანებმა და თქვეს: წყეული იყოს, ვინც ქალი მისცეს ბენიამინს.
21:19თქვეს: აჰა, ყოველ წელიწადს საუფლო დღესასწაული იმართება სილოამში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელ-შექემის გზის აღმოსავლეთით. და ლებონის სამხრეთით მდებარეობს.
21:20უბრძანეს ბენიამინიანებს: წადით და ვენახებში ჩასაფრდით.
21:21თვალი გეჭიროთ და, როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები, თქვენც გამოდით, თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან, და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში.
21:22როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით: მიუტევეთ, რადგან ძალით წაიყვანეს ქალები, როგორც ომის დროს ხდება. ნებით რომ მოგეცათ, დამნაშავენი იქნებოდით.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 21
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში