
მსაჯულნი 3:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. მერე მოკვდა ღოთენიელი, კენაზის ძე.
მსაჯულნი 3:11 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 3:11 კონტექსტში
3:9მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უფალმა გამოუჩინა მათ მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.
3:10უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.
3:11დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. მერე მოკვდა ღოთენიელი, კენაზის ძე.
3:12კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ამძლავრა უფალმა ისრაელზე ყეგლონი, მოაბის მეფე, რადგან უკუღმართად იქცეოდნენ ისინი უფლის თვალში.
3:13შემოიკრიბა მთელი ყამონი და ყამალეკი, დაიძრა, დაამარცხა ისრაელი და აიღო ფინიკ-ქალაქი.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 3:11
- მსაჯულნი 8:28დაემორჩილა მიდიანი ისრაელიანებს, თავი აღარ წამოუწევია მას მერე და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლეში.
- იესო ნავეს ძე 11:23დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც ეუბნებოდა უფალი მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, შტოებისთვის დასანაწილებლად. დაისვენა ბრძოლისგან ქვეყანამ.
- მსაჯულნი 5:31ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ! და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი.
- მსაჯულნი 3:30დაემორჩილა იმ დღეს მოაბი ისრაელს და დაისვენა ქვეყანამ ოთხმოცი წელი. სიკვდილამდე ისრაელის მსაჯული იყო აჰუდი.
- ესთერი 9:22რა დღეებშიც მოისვენეს იუდაელებმა მტრებისაგან და რა თვეშიც მწუხარება სიხარულით შეეცვალათ და გლოვა - ზეიმად, რათა ექციათ ეს დღეები ლხინისა და სიხარულის დღეებად, ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნისა და ღარიბ-ღატაკთა მოკითხვის დღეებად.
- ნეშტთა შორისა ა 4:13ყენაზის ძენი: ყათინელი და სერაია. ყათნიელის ძე იყო ხათათა.
- მსაჯულნი 3:9მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უფალმა გამოუჩინა მათ მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.
- იესო ნავეს ძე 15:17ღოთენიელმა, ქალების ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 3
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში