
მსაჯულნი 3:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მის შემდეგ იყო შამგარი, ყანათის ძე, სახრით რომ დახოცა ექვსასი ფილისტიმელი, და მანაც იხსნა ისრაელი.
მსაჯულნი 3:31 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 3:31 კონტექსტში
3:29ათი ათასამდე მოაბელი დახოცეს იმჟამად, ყველანი ბრგე და ძლიერნი, თავს ვერავინ უშველა.
3:30დაემორჩილა იმ დღეს მოაბი ისრაელს და დაისვენა ქვეყანამ ოთხმოცი წელი. სიკვდილამდე ისრაელის მსაჯული იყო აჰუდი.
3:31მის შემდეგ იყო შამგარი, ყანათის ძე, სახრით რომ დახოცა ექვსასი ფილისტიმელი, და მანაც იხსნა ისრაელი.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 3:31
- მსაჯულნი 5:6შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს, დაცარიელდა შარაგზები, სწორზე ვეღარავინ ბედავდა სიარულს, შორიდან არჩევდნენ შემოვლას.
- მეფეთა ა 17:47გაიგოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი და ხელში ჩაგვაგდებინებს თქვენს თავს.
- კორინთელთა მიმართ ა 1:17რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.
- მეფეთა ა 17:50სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით; დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. მახვილი არ სჭერია ხელში დავითს.
- მეფეთა ა 13:19მჭედელი არ მოიძებნა მთელ ისრაელში, რადგან გაწყვიტეს ფილისტიმელებმა, რომ არც მახვილი, არც შუბი არ ეკეთებინათ ებრაელებს.
- მეფეთა ა 13:22როცა ბრძოლის დრო დადგა, არ აღმოაჩნდათ სალისა და იონათანის თანამდგომ ხალხს მახვილები დ შუბები. მხოლოდ საულს და მის ვაჟს, იონათანს აღმოაჩნდათ.
- მსაჯულნი 2:16დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იფარავდნენ მათ.
- მსაჯულნი 5:8ახალი ღმერთები ირჩიეს, ამიტომაც ომია კარიბჭესთან. თუ უჩანს ფარ-შუბი ორმოცი ათასს ისრაელში?
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 3
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში