
მსაჯულნი 4:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეატყობინეს სისარას, რომ ბარაკ აბინოყამის ძე თაბორის მთაზე იყო ასული.
მსაჯულნი 4:12 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 4:12 კონტექსტში
4:10დაიბარა ბარაკმა კადეშში ზებულონი და ნაფთალი, წაიყვანა ათი ათასი კაცი და წაჰყვა დებორაც.
4:11ქებერ კენიელი ცალკე გამოჰყოფოდა კენიელებს, მოსეს მოყვრის ქობაბის შთამომავლებს, და ცაყანამის მუხნარში გაეშალა კარვები, კადეშის მახლობლად.
4:12შეატყობინეს სისარას, რომ ბარაკ აბინოყამის ძე თაბორის მთაზე იყო ასული.
4:13ხაროშეთ-გოიმიდან კიშონის ხევთან იხმო სისარამ მთელი თავისი ეტლიონი, ცხრაასი დარკინული ეტლი და მთელი ხალხი, რაც კი ჰყავდა.
4:14უთხრა დებორამ ბარაკს: გაემზადე, რადგან მოვიდა ის დღე, როცა უფალი ხელში ჩაგიგდებს სისარას. თვითონ გიწინამძღვრებს უფალი. ჩამოვიდა ბარაკი მთიდან და ჩამოჰყვა ათი ათასი კაცი.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 4:12
- იესო ნავეს ძე 19:34უკან ბრუნდება საზღვარი დასავლეთის მიმართულებით აზნოთ-თაბორისკენ, იქიდან მიდის ხუკოკისკენ და ეკვრის ზებულონს სამხრეთიდან, ხოლო აშერს ეკვრის დასავლეთიდან და იუდას იორდანესთან მზის აღმოსავლეთით.
- ფსალმუნები 89:12ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ.
- იერემია 46:18ცოცხალი ვარ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია; როგორც თაბორი მთათა შორის, როგორც ქარმელი ზღვისპირისა, ის მოვა.
- იესო ნავეს ძე 19:12ბრუნდება სარიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, ქისლით-თაბორამდე; მიდის დაბრათისკენ და აღწევს იაფიაყს.
- მსაჯულნი 4:6კაცები გაგზავნა და ნაფთალის კადეშიდან დაიბარა ბარაკი, აბინოყამის ძე და უთხრა ასე: გიბრძანებს უფალი, ისრაელის ღმერთი: ადექი და ადი თაბორის მთაზე, თან ათი ათასი კაცი წაიყვანე ნაფთალიანთაგან და ზებულონიანთაგან,
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 4
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში