
მსაჯულნი 8:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიმარხა მამამისის, იოაშის სამარხში, აბიყეზერის ყოფრაში.
მსაჯულნი 8:32 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 8:32 კონტექსტში
8:30სამოცდაათი ვაჟი ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ესვა.
8:31შექემელი ხარჭისგანაც შეეძინა ვაჟი და დაარქვა აბიმელექი.
8:32მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიმარხა მამამისის, იოაშის სამარხში, აბიყეზერის ყოფრაში.
8:33გედეონის სიკვდილის შემდეგ უზნეობდნენ ისრაელიანები ბაალის კვალზე და ღმერთად დაისახეს ბაალბერითი.
8:34აღარ გაიხსენეს ისრაელიანებმა უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშემო მტრის ხელიდან.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 8:32
- შესაქმე 25:8აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს.
- შესაქმე 15:15შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამა-პაპას, ტკბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები.
- იობი 5:26სისრულით ჩახვალ სამარეში, როგორც პურის ძნა შემოდის თავის დროზე.
- მსაჯულნი 6:24სამსხვერპლო აუგო იქ უფალს გედეონმა და უწოდა მშვიდობის უფალი. იგი დღემდე დგას აბიყეზრელის ყოფრაში.
- იობი 42:17მოკვდა იობი მოხუცებული და დღესრული.
- იესო ნავეს ძე 24:29ამ ამბების შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა.
- იესო ნავეს ძე 24:30დამარხეს იგი თავისი სამკვიდროს საზღვარში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
- მსაჯულნი 8:27ამათგან ეფოდი გააკეთა გედეონმა და თავის ქალაქში, ყოფრაში გამოფინა. უზნეობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლს.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 8
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში