
მსაჯულნი 9:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდა აბიმელექ იერუბაალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, უთხრა მათ და თავისი დედის მთელ საგვარეულოს.
მსაჯულნი 9:1 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 9:1 კონტექსტში
9:1მივიდა აბიმელექ იერუბაალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, უთხრა მათ და თავისი დედის მთელ საგვარეულოს.
9:2სათითაოდ უთხარით ყველა შექემელს: რა გირჩევნიათ, იერუბაალის შვილები, სამოცდაათივე კაცი იყოს თქვენი ხელისუფალი, თუ მე, ერთი კაცი, გყავდეთ ხელისუფლად? გახსოვდეთ ძვალი და ხორცი ვარ თქვენი.
9:3დედის ძმები სათითაოდ ელაპარაკნენ მასზე შექემელებს და გადაიხარა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ძმა არის ჩვენი.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 9:1
- მსაჯულნი 8:31შექემელი ხარჭისგანაც შეეძინა ვაჟი და დაარქვა აბიმელექი.
- ფსალმუნები 83:2რადგანაც, აგერ, შენი მტრები ხმაურობენ და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს.
- ფსალმუნები 83:4თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“.
- შესაქმე 33:18მოვიდა მშვიდობით ფადან-არამიდან წამოსული იაკობი შექემ-ქალაქად, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და დაიბანაკა ქალაქის წინ.
- მეფეთა ბ 15:6ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული.
- შესაქმე 34:2დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხივიელი ხამორის ძემ, წაიყვანა, დაწვა მასთან და პატივი აჰხადა.
- იერემია 18:18თქვეს: წამო, რამე ვიღონოთ იერემიას წინააღმდეგ; რადგან არ დაკარგვია რჯული მღვდელს, რჩევის უნარი ბრძენკაცს და სიტყვა წინასწარმეტყველს. წამო და ენით ვძლიოთ მას, რომ ყურს აღარ ვუგდებდეთ მის სიტყვებსო.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 9
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში