გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მსაჯულნი 9:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მსაჯულნი 9:26

მივიდა შექემში თავის ძმებთან ერთად გაალ ყებედის ძე, მოიარა შექემი და მიიმხრო შექემელები.

მსაჯულნი 9:26 · საქართველოს საპატრიარქო

მსაჯულნი 9:26 კონტექსტში

9:24რათა სამაგიერო მიზღოდათ იერუბაალის სამოცდაათი ძის გამო, მოჰკითხოდა მათი სისხლი აბიმელექსაც, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მისი ძმების დახოცვაში.

9:25მთების თხემებზე ჩაუსაფრეს მას შექემელებმა კაცები, რომლებიც ყველას ძარცვავდნენ, ვინც კი მათ სიახლოვეს გზად გაივლიდა. მოხსენდა ეს ამბავი აბიმელექს.

9:26მივიდა შექემში თავის ძმებთან ერთად გაალ ყებედის ძე, მოიარა შექემი და მიიმხრო შექემელები.

9:27გავიდნენ სანახებში, ყურძენი დაკრიფეს, დაწურეს და დღეობები გამართეს, დადიოდნენ თავიანთი ღმერთის სახლში, ჭამდნენ და სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.

9:28ასე ამბობდა გაალ ყებედის ძე: ვინ აბიმელექი და ვინ შექები? რატომ უნდა ვმორჩილებდეთ მას? განა იერუბაალის ძე არაა იგი და ზაბული მისი მოურავი არაა? ხამორის კაცებს დაემორჩილეთ, შექემის მამის შთამომავლებს, მაგას რატომ უნდა ვმორჩილებდეთ?

პარალელური ადგილები: მსაჯულნი 9:26

განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 9

სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში