
მსაჯულნი 9:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კვლავ უთხრა გაალმა: შეხედე, ხალხი ჩამოდის მაღლობიდან, ერთი რაზმიც მეონიმის მუხნარის მხრიდან მოდის.
მსაჯულნი 9:37 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 9:37 კონტექსტში
9:35გამოვიდა გაალ ყებედის ძე და ქალაქის კარიბჭესთან გაჩერდა. გამოვიდა საფრიდან აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი.
9:36დაინახა გაალმა ხალხი და უთხრა ზებულს: შეხედე, ხალხი ეშვება მთების თხემიდან. ზებულმა უთხრა: მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება.
9:37კვლავ უთხრა გაალმა: შეხედე, ხალხი ჩამოდის მაღლობიდან, ერთი რაზმიც მეონიმის მუხნარის მხრიდან მოდის.
9:38უთხრა მაშინ ზებულმა: რა პირით ამბობდი, ვინ არის აბიმელექი, რატომ უნდა ვმორჩილებდეთო მას? ეს ის ხალხია, შენ რომ არად აგდებდი. ახლა გადი და შეები.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 9:37
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 9
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში