
მსაჯულნი 9:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აბიმელექი არუმში გაჩერდა, ზებულმა კი განდევნა შექემიდან გაალი და მისი ძმები, რომ აღარ ეცხოვრათ შექემში.
მსაჯულნი 9:41 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 9:41 კონტექსტში
9:39გაუძღვა გაალი შექემელებს და შეება აბიმელექს.
9:40დაედევნა აბიმელექი უკუქცეულ გაალს და მრავალი შექემელი დაეცა მოკლული ქალაქის კარიბჭემდე.
9:41აბიმელექი არუმში გაჩერდა, ზებულმა კი განდევნა შექემიდან გაალი და მისი ძმები, რომ აღარ ეცხოვრათ შექემში.
9:42მეორე დღეს სანახებში გამოვიდა ხალხი და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს.
9:43წამოიყვანა თავისი ლაშქარი, დაჰყო სამ რაზმად და სანახებში ჩაასაფრა. ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, თავს დაესხა და დახოცა.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 9:41
- მსაჯულნი 9:30ზებულმა, ქალაქის მოურავმა გაიგო გაალ ყებედის ძის ნალაპარაკევი და გაცეცხლდა.
- მსაჯულნი 9:28ასე ამბობდა გაალ ყებედის ძე: ვინ აბიმელექი და ვინ შექები? რატომ უნდა ვმორჩილებდეთ მას? განა იერუბაალის ძე არაა იგი და ზაბული მისი მოურავი არაა? ხამორის კაცებს დაემორჩილეთ, შექემის მამის შთამომავლებს, მაგას რატომ უნდა ვმორჩილებდეთ?
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 9
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში