გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

გლოვა იერემიასი 2:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

გლოვა იერემიასი 2:3

მოსტეხა მთელი რქა ისრაელს მძვინვარე რისხვით; მტერს მოარიდა თავისი მარჯვენა და აგიზგიზდა იაკობში როგორც ცეცხლი, ყოვლის მჭამელი.

გლოვა იერემიასი 2:3 · საქართველოს საპატრიარქო

გლოვა იერემიასი 2:3 კონტექსტში

2:1როგორ დანისლა უფალმა სიონის ასული თავისი რისხვით! ციდან მიწაზე ჩამოამხო ისრაელის მშვენება და არ გახსენებია თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს.

2:2შემუსრა, არ დაინდო უფალმა იაკობის სამკვიდრებელნი, დააქცია თავისი წყრომით იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწასთან გაასწორა; უპატიოჰყო სამეფო და მისი მთავრები.

2:3მოსტეხა მთელი რქა ისრაელს მძვინვარე რისხვით; მტერს მოარიდა თავისი მარჯვენა და აგიზგიზდა იაკობში როგორც ცეცხლი, ყოვლის მჭამელი.

2:4როგორც მტერმა, მოზიდა მშვილდი, აღმართა მარჯვენა დუშმანივით და მოკლა მისი თვალის სიხარული; ცეცხლივით დაანთხია თავისი რისხვა სიონის ასულის კარავში.

2:5მტერივით გახდა უფალი, შემუსრა ისრაელი, შემუსრა მისი პალატები, დაუქცია ციხე-სიმაგრენი და მოაწია იუდას ასულზე ოხვრა და კვნესა.

პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 2:3

განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 2

სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში