
გლოვა იერემიასი 3:47 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შიში და საფრთხე გვხვდა წილად, ნგრევა და დაღუპვა;
გლოვა იერემიასი 3:47 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:47 კონტექსტში
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:47
- ესაია 51:19ეს ორი რამ შეგემთხვა შენ; ვინ შეგიცოდებს? დაღუპვა და დაქცევა, შიმშილი და მახვილი! ვითი განუგეშო?
- ესაია 24:17შიში, ხარო და ხაფანგია შენს წინ, ქვეყნის მკვიდრო!
- ესაია 24:18შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება; რადგან გაიღება ცათა სარკმელები და მიწის საფუძვლები შეზანზარდება.
- იერემია 48:43შიში და ხარო და ხაფანგი გელის, მოაბის მკვიდრო! ამბობს უფალი.
- იერემია 48:44შიშისგან გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი განკითხვის წელიწადს, ამბობს უფალი.
- გლოვა იერემიასი 1:4მოთქვამენ სიონის გზები; დღესასწაულზე არავინ დადის, დაცარიელდა მისი ჭიშკრები; ოხრავენ მღვდლები, დანაღვლიანდნენ მისი ქალწულები, თავადაც გამწარებულია სიონი.
- გლოვა იერემიასი 1:13მაღლიდან ცეცხლი მოავლინა ჩემს ძვლებში; ფერხთა წინ ბადე გამიშალა, წამაქცია, დამაგდო ოხრად და სნეულად სამუდამოდ.
- ლუკას სახარება 21:35რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში